ტექნიკის ყველაზე დიდი არჩევანითა და ყველაზე დაბალი ფასებით გამორჩეული კომპანია „ტექნო ბუმი" მთელ საქართველოში მასშტაბური სოციალური პროექტის განხორციელებას იწყებს. საქართველოს ყველა რეგიონის გამგეობის მხარდაჭერით „ტექნო ბუმის" სოციალური პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ერთი თვის განმავლობაში შეიძინოს ტექნიკა საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად 24 თვიანი 0%-იანი განვადებით წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე. პროექტის განხორციელება ბოლნისიდან დაიწყო და წლის განმავლობაში მთელ საქართველოს მოიცავს. ბოლნისის მოსახლეობას უკვე შეუძლია ერთი თვის მანძილზე ისარგებლოს ტექნო ბუმის აქციებით.
პარალელურად „ტექნო ბუმის" ახალი ცენტრები გაიხსნება რუსთავში, ზუგდიდში, ფოთში, ხაშურში, თელავში, გურჯაანში, ლანჩხუთსა და თბილისში . 2014 წლის ბოლოს კი „ტექნო ბუმი" ტექნიკის ბაზრის ლიდერი გახდება".
ძველი ხელისუფლების პირობებში უდიდესი ზეწოლისა და წნეხის მიუხედავად, „ტექნო ბუმმა" საზოგადოების მხარდაჭერითა და სიყვარულით შეძლო გადარჩენა და წარმატების მიღწევა. ამიტომ კომპანია საზოგადოებისადმი მადლიერების მიზნით წლის განმავლობაში უამრავ სოციალურ პროექტს და ყველაზე ბევრი საჩუქრით, საქართველოშიყველაზე დიდ და მაშტაბურ წამახალისებელ გათამაშებას განახორციელებს. ყველა პროექტი და აქცია საზოგადოების კეთილდღეობას მოემსახურება. --აცხადებს ტექნო ბუმის მენეჯმენტი.
მასალის გამოყენების პირობები