2012-2013 წლებში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებებიდან, 2014 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, ბიუჯეტში 281,827.87 ლარია შესული. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებებს შორის ყველაზე მაღალი საჯარო ქირის ოდენობა განსაზღვრულია სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ირმა კახიძეს შორის 2013
წლის 6 დეკემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით. კერძოდ, ხსენებული ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის ყოველწლიური ოდენობა შეადგენს 186 000 ლარს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ 2012-2013 წლებში 26 იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა.
მასალის გამოყენების პირობები