სამშაბათს, 11 თებერვალს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება და მასში ასოციაციის წევრი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე რეგიონული განვითარების მინისტრი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს 2014 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრებს.
შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" 14 საათზე დაიწყება და მას 70-მდე ორგანიზაცია დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები