საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი", რეისით დუბაი-თბილისი, სომხეთის მოქალაქე ა . მ. ჩამოფრინდა. მგზავრის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, Apple iPhone 5s - 41 ცალი აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 46651,9 ლარი.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.