პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა გიორგი გორგილაძემ ქალაქ პორტოში შეხვედრები გმართა. ელჩი ქალაქ პორტოს მერს რუი მურეირას შეხვედა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის ერთობრივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას. შეხვედრისას გადაწყდა, რომ პორტოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნება.
რუი მურიერესმა დადებითად შეაფასა და კმაყოფილება გამოხატა ქ. პორტოში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის თაობაზე. მისი განცხადებით ეს ხელს შეუწყობს პორტოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. საპატიო საკონსულოს საზეიმო ინაუგურაცია მარტში იგეგმება.