პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ მისი მოადგილის მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით მიმართა.
გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ მარინე მიზანდარი საუბრობდა ულტიმატუმის ენით და მისი მუშაობის სტილი არ იყო დაფუძნებული გუნდურობის პრინციპზე.
თავად მიზანდარი კი მისი შესაძლო გათავისუფლების მოტივად საყდრისის საბადოს თემაზე დაწყებულ დავას ასახელებს.
მიზანდარი აცხადებს, რომ 27 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე მინისტრს რეკომენდაცია მისცა, საყდრისის ძეგლის სტატუსი დაუბრუნონ.
მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ მას განსხვავებული შეხედულებების გამო უპირისპირდებიან.