საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრა 16:06 საათზე დააფიქსირდა, რომლის სიმძლავრემ 5, 4 მაგნიტუდა შეადგინა.
,,მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, შემახადან 50 კილომეტრში და საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვრთან, ლაგოდეხიდან 250 კილომეტრში იყო", _აცხადებენ ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრში.
მათივე განმარტებით დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობენ.