ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მთავრობის მრჩეველი თომას ჰამერბერგი გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის და პასუხისმგებელ პირებსაც შეხვდება.
,,გეგუთის ციხეში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვისაუბრებ პასუხისმგებელ პირებთან ერთად და ჩემს მოსაზრებასაც მოვახსენებ. საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დავრჩები და ეს შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება", _განაცხადა ჟურნალისტებთან ჰამერბერგმა.