გეგუთის ციხესთან პატიმართა მშობლებმა ძალის გამოყენებით გეგუთის ციხეში შესვლა სცადეს.
თუმცა მათი ქმედება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამსახურის წარმომადგენლებმა აღკვეთეს.
შეგახსენებთ, რომ პატიმრები უკვე რამდენიმე დღეა, შიმშილობენ და ციხის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ.