12 თებერვალს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში მხატვარ თენგიზ მირზაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება.
თენგიზ მირზაშვილს 10 თებერვალს 80 წელი შეუსრულდებოდა. მხატვარზე რევაზ გაბრიაძე წერდა: "ხანდახან იფიქრებ, ხომ არ არის თენგის მირზაშვილის შემოქმედება ერთი განუწყვეტელი მადლობა იმ გამოუცნობის მიმართ, რასაც ადამიანის სიცოცხლე ჰქვია. როგორ ლამაზდება ჩვენი ცხოვრება, როდესაც ვხედავთ ნამდვილ ხელოვნებას, ასე უხვად და უანგაროდ რომ აჩვენა საქართველოს თენგიზ მირზაშვილმა"
საღამოს აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ კიკნაძე გაუძღვება. „უნიჭიერესი, უშიშარი კრიტიკოსი, მჩხრეკელი, დაუღლელი ისტორიკოსი, ტექსტოლოგი, მუხლჩაუხრელი მშრომელი, პასუხისმგებელი, ჭკუის ცოდნით მომხმარებელი, უპასუხისმგებლო ტალანტების ქვეყნის პასუხისმგებელი მუშაკი, სხვისი კარგით გაოცებული, დაკვირვების გაკვირვებაში გადატანის პატრონი" - ასე ახასიათებს ლევან ბერძენიშვილი თენგიზ მირზაშვილს, ჩუბჩიკას.
საღამოზე ნაჩვენები იქნება თენგიზ მირზაშვილზე გადაღებული ფილმი. ნახვაც შეეძლებათ. ასევე გაიმართება თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრების მცირე გამოფენა.
გამოფენა 3 დღე გასტანს მწერალთა სახლში.