თბილისის მერიის წინადადება, ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საკრებულოს წევრებს, მერიის მზადყოფნის მიუხედავად, შაბათ-კვირის განმავლობაში, ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებები არ წარუდგენიათ.
„მიუხედავად თბილისის მერიის მზადყოფნისა შაბათ-კვირის განმავლობაში დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიეღო საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის წერილობით მომზადებული წინადადებები, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. როგორც ჩანს, ჯერჯერობით მათ საკუთარი შენიშვნები თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არ ჩამოუყალიბებიათ. არ გვინდა ვიფიქროთ, რომ ხდება დროის ხელოვნურად გაყვანა, იმისათვის რომ 12 თებერვალს ბიუჯეტის განხილვას კვალავაც ფორმალური ხასიათი ჰქონდეს. ასევე ვფიქრობთ, რომ ამ პროცესს არ უნდა აფერხებდეს საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის და მისი მოადგილეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანგრძლივი მივლინებით მოგზაურობა და შესაბამისად ვთხოვთ, საკრებულოს უმრავლესობას დღეს მაინც მიაწოდონ თბილისის მერიას მათი წინადადებები. ამასთან, ჩვენ კვლავ მზადყოფნას გამოვთქვამთ 12 თებერვლის საკრებულოს სხდომის გამართვამდე 24 საათიანი რეჟიმით ვიმუშავოთ და ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის საკრებულოს უმრავლესობასთან ერთად შევძლოთ თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცება"- ნათქვამია მერიის განცხადებაში.