პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის კანცელარიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ევროპაში ვიზიტის შედეგები გააცნო. ასევე განიხილეს მიმდინარე საკითხები, იმსჯელეს პოლიტიკურ- ეკონომიკურ თემებზე.