საქართელოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქს 85 წლის იუბილე მიულოცა.
პატრიარქმა საუბრისას კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტის რანგში ბოლო გამოსვლაზე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე და ამ სიტყვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.
პატრიარქმა ფილარეტმა მიხეილ სააკაშვილს მის მიერ დაწერილი წიგნი გადასცა საჩუქრად.