საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თინათინ მჟავანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადმიერ პუტინისა გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ, მჟავანაძემ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
"პრეზიდენტის ვიზიტი არ განხილულა და არ იგეგმება სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა. ჩვენ რაც ვნახეთ, იყო პესკოვის პასუხი, რომ პრეზიდენტების შეხვედრა არ გამოირიცხება, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს, შესაბამისად ადმინისტრაციაში აღნიშნული საკითხის განხილვა არ ყოფილა", _ განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა რომ რომ არ არის გამორიცხული, სოჭის ოლიმპიადის ფარგლებში ვლადიმერ პუტინი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს.