ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს (EUGBC) წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრა 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.