6 თებერვალს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრი მაია ფანჯიკიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიორნ იაგლანდის შეხვდება.
შეხვედრის შემდეგ გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. პრეზენტაციიs დასასრულს, 12:35 საათზე გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.
სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს მოიცავს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით.
სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.
სამოქმედო გეგმის ჩართულობის სფეროებია:
1. ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა
2. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა
3. პენიტენციური სისტემა და პოლიციის რეფორმა
4. მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
5. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
6. კარგი მმართველობა
7. ადგილობრივი დემოკრატია
8. შემწყნარებლობა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა
9. ნდობის აღდგენის მექანიზმები
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებს ევროპის საბჭო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, კერძოდ, სამინისტროებთან, სახალხო დამცველის ოფისთან, პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, შესაბამის პროფესიულ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ზოგიერთი პროექტი ხორციელდება ევროკავშირთან ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.