,,საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალას განაგრძოს რეფორმები, რომელიც საქართველოს ნატოსთან დაახლოებს", _განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს აქვს სურვილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების მონაწილე იყოს. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა საქართველოს აგრძელებს მისწრაფებას გახდეს ნატოს წევრი.
,,ჩვენ იმედი გვაქვს, რომ იმ მიღწევებზე დაყრდნობით რაც უკვე გვაქვს, ჩვენ დაუახლოვდებით ნატოს", _განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.