ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე სპორტსმენებს ნინო წიკლაურს (მედროშე), იასონ აბრამაშვილს და ალექსი ბენიაიძეს ხვდება.
საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებიან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს ზამთრის ოლიმპიური დელეგაციის წევრები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი სოჭის ზამთრის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.