"გრინფისის მხარდამჭეთა ჯგუფის" თავმჯდომარე „პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში ვიზიტისას ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მთავრობის წარმომადგენლების კორუფციულ ინტერესებს შეეხო.
"აღნიშნულის უკან იმალება კორუფციული ინტერესები მთელი რიგი სახელისუფლებლო კლანების, ძველი თუ ახალი ხელისუფლების. ეს პროექტები იყო ჩაფიქრებული საბჭოთა პერიოდში, მათი განახლება მოხდა მიხეილ სააკაშვილის მიერ. „ქართულმა ოცნებამ" დადო საარჩევნო დაპირება, რომელიც ჟღერდა ასე: - საქართველოში უნდა მოხდეს დიდი კაშხლების და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა, ჯერჯერობით არ შეასრულა.". - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.
მან კონკრეტულად გამოჰყო ზაქარია ქუცნაშვილის მამის და კახი კალაძის ინტერესები.
"ზაქარია ქუცინაშვილის მამის ჩართულობა, ენერგეტიკული პროექტების უმრავლესობაში, ვფიქრობ, უნდა იყოს საფუძველი პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყების. ჩვენ ამ შინაარსის განცხადებით მივმართეთ პროკურატურას - ზეპირი სახით, დაახლოებით ერთი თვის წინ, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით არანაირი გამოძიება დაწყებული არ არის, ისევე როგორც კახი კალაძის კორუფციული ინტერესები, სავარაუდოდ, მაღალი ალბათობით ამ პროექტებში არის. თავად, კახი კალაძე მინისტრად დანიშვნის პერიოდშიც ფლობდა აქტივებს ენერგეტიკულ სექტორში, რაც მიუღებელია თავისთავად და ინტერესთა კონფლიქს წარმოადგეს, შინაარსობრივად მაინც" - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.