"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა, დღეს, „პრაიმთაიმის" პრეს-კლუბში ვიზიტისას ისაუბრა იმ ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო რეფორმის ჩატარების მიზნითაა შექმნილი.
"ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმასთან დაკავშირებით, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის აქტიური მუშაობა ნაკლებად შეეხებოდა საქართველოში სამართლიანი სარჩევნო სისტემის შექმნას. ზოგადად, როგორც გამოჩნდა ჯგუფის შეხვედრები ატარებდა ფორმალურ ხასიათს და არ ცდილოპბდა იმას, რომ საქართველოში შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა, რომელსაც ჩვენ ვაკრიტიკებდით წლების განმავლობაში და არამარტო ჩვენ, არამედ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს იმყოფებიან ხელისუფლებაში. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში არის ტენდეცია, როდესაც პოლიტიკური პარტია იმყოფება ოპოზიციაში, მან უკეთ იცის გარკვეული პრობლემების შესახებ და უკეთ იცის, რა არის საჭირო და უკეთესი ქვეყნისთვის, მაგრამ მას სემდეგ რაც ისინი ხვდებიან ხელისუფლებაში, ისინი არ არიან თანმიმდევრულები და შესაბამისად ამის კარგი მაგალითია, ინტერფრაქციულ ჯგუფში წარმოდგენილი მმართველი გუნდის წარმომადგენლები და პარტიები" - განაცხადა ეკა გიგაურმა.
მასალის გამოყენების პირობები