"საქართველოს მესიჯი არის ცხადი-საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი,"- ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტს ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე გამოიკვეთა ევროკავშირის დიდი მხარდაჭერა და მზაობა საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აგვისტომდე მოაწეროს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო 28 თებერვალს მიიღებს, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება დასკვნების გაკეთება.