„აზერბაიჯანი საქართველოს სომხეთთან თანამშრომლობისათვს სჯის?", _ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას პორტალი „პოლიტრუს"-ი.
„ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი სიბრტყეების განხილვა ვერ მოასწრეს, რომ ყოველივე ამას აზერბაიჯანის სავსებით მოსალოდნელი რეაგირება უკვე მოჰყვა - მისმა საბაჟომ შიდაბაზარზე მინერალური წყლების „ბორჯომისა" და „ლიკანის" შეტანა ფაქტობრივად დახურა.
შეტანის აკრძალვის ფორმალურ მიზეზად პორტალ „Haqqin.az"-ის ინფორმაციით, აუცილებელი დოკუმენტაციის არარსებობა გახდა, რომელიც მინერალური წყლის ხარისხის დამადასტურებელი იყო", _ წერს გამოცემა.
ამასთან ერთად, აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს სანიტარულ-კარანტინულ განყოფილებაში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მათ არ აქვთ კითხვები მინერალურ წყალ „ბორჯომი"-ს ხარისხთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში წინა პარტიასთან, ვინაიდან ახლანდელი პარტია მათ არ შეუმოწმებიათ.
ამას გარდა, ცნობილი ხდება ასევე ის, რომ პრობლემები შეიქმნა აზერბაიჯანში სხვა ქართული პროდუქციის შეტანასთან დაკავშირებით, კერძოდ, ხორცის დელიკატესებთან, ღვინის პროდუქციასთან და სოუსებთან. ისინი ასევე საზღვარზე „გაჩერდდნენ".
აზერბაიჯანის თავისუფალ მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ეიუბ გუსეინოვი ვარაუდობს, რომ მომხდარი „მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკაა".
„შესაძლოა ბაქომ ასე განიზრახა თბილისთან ანგარიშსწორება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მხარს არ ვუჭერთ ამგვარ პრაქტიკას და მივიჩნევთ, რომ მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს".
„არის კიდევ ერთი არც თუ ისე ნაკლებმნიშვნელოვანი დეტალი", - წერს „პოლიტრუ"-სი, „ბორჯომისა" და „ლიკანის" მწარმოებელი არის IDS Borjomi International რომელიც ამჟამად რუსულ კონსორციუმ „ალფა გრუპის" კონტროლის ქვეშ იმყოფება.