,, ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი ,,მოქალაქის" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ პრესკონფერენციას ნეგატიურად აფასებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რატიანმა განაცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიზანია საზოგადოებას დაავიწყოს ,,ქართული ოცნების" დაპირებები.
,,ნათლად გამოვლინდა ის რომ ბიძინა ივანიშვილის მიზანია ხალხს დაავიწყოს ყველა ის დაპირება, რომელიც ,,ქართულ ოცნებას" ჰქონდა", _განაცხადა რატიანმა.
რატიანის განცხადებით, ივანიშვილი მთავრობის კურატორად მოგვევლინა.
,,იმის მაგივრად რომ ბიძინა ივანიშვილმა შეაფასოს მთავრობის საქმიანობა, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა, ის მოგევლინა როგორც მთავრობის კურატორი, რომელსაც უნდა აკონტროლოს არ ხელისუფლება, არამედ აკონტროლოს საზოგადოებრივი აზრი", _განაცხადა რატიანმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისივე განმარტებით შემაშფოთებელი იყო ის ფაქტი როცა ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა როგორ ცდილობა პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი საფრანგეთის ხელისუფლებასთან მოეგვარებინა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საკითხი.