ევროკავშირთან ხელშეკრულება შესაძლოა რატიფიცირებამდე ამოქმედდეს. ამის შესახებ განცხადება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"როდესაც ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას, ის შეიძლება ამოქმედდეს და დაიწყოს მისი გამოყენება. ანუ სანამ რატიფიცირება მოხდება პარლამენტებში, მანამდეც შესაძლებელია მოხდეს მისი 60-70%-ით ამოქმედება. ამას სჭირდება მომზადება და ამის მოსამზადებელი სამუშაოებისთვის ევროკავშირს აქვს კონკრეტული გეგმა და ჩვენ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ", - აცხადებს ფანჯიკიძე.