პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და ამ გზაზე მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებასა და მოკლე ვადებში მასზე ხელმოწერის საკითხებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნები დგაგან.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისართან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენასეობის უზრუნველსყაოფად მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და კონკრეტულ რეფორმებზე.
საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების თემებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში არსებულ მდგომარეობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ევროკავშირის მნიშვნელობას.