დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს შეხვდა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროკომისარი 3-4 მარტს საქართველოს ეწვევა. ამას შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, შტეფან ფულე ასევე აპირებს დაესწროს ბათუმის კონფერენციას. ამას გარდა, იგეგმება კონფერენციის გამართვა ბრიუსელში, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხებს მიეძღვენება და იქნება მოსამზადებელი პროცედურა ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნისთვის.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა,
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა
შტეფან ფულემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და ევროინტეგრაციის კურსზე
ისაუბრეს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის მხარდაჭერა
საქართველოსადმი და გამოითქვა იმედი, რომ ასოცირების
ხელშეკრულების ხელმოწერა არაუგიანეს აგვისტოს თვემდე განხორციელდება.