საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლას წარმატებულად აფასებს.
,,მინდა საქართველო პრემიერ-მინისტრს მივულოცო წარმატებული გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე. მან კვლავ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და ამ საკითხში ამერიკისა და ევროპის მაღალი თანამდებობის პირებისგან მხარდაჭერა მიიღო", _განაცხადა ნორლანდმა.