საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტის შეჯამებისას ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელოდება რეალურ მინიშნებებს საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
,,მე ველოდები რეალურ ნაბიჯებს, რეალურ მინიშნებებს, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად დაჩქარებულად წავლა პროცესი რასაც ჰქვია საქართველოსა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 3 თებერვალს პრემიერი სამუშაო ვიზიტით ეწვევა ბრიუსელს, სადაც შეხვედრები გაიმართება ევროკომისიის პრეზიდენტთან, ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისართან და ნატოს გენერალურ მდივანთან.
პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი ხუთ თებერვლამდე გაგრძელდება.