საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიუნხენში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ნაყოფიერი იყო, სადაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა დასავლეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი. მან საინტერესო უწოდა გერმანიის საგარეო მინისტრთან შეხვედრას და განაცხადა, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დაინტერესდა საქართველოს ახალი ხელისუფლების მიდგომით რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში. საქართველოს პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა ამ მიმართულებით, გერმანიის როლს და ზოგადად ევროკავშირის ჩართულობას.
ამას გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ საკუთარი მოლოდინი გააცნო.
მასალის გამოყენების პირობები