საქართველოს პრემიერი-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ უკრაინა გამონახავს საშუალებას, თავი დააღწიოს კრიზისს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვისას განაცხადა.
"საქართველოს ხელისუფლება გმობს ნებისმიერ ძალადობას. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის ხელისუფლება ხალხთან, ოპოზიციასთან ერთად გამონახავს საშუალებას თავი დააღწიოს შექმნილ კრიზისულ სიტუაციას. მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირი და სხვა ქვეყნები, რუსეთის ჩათვლით რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.