კრემლი უკრაინის გახლეჩისთვის ემზადება, სწორედ იმ სცენარით, რომელიც მან საქართველოში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში განახორციელა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ანდრეი ილარიონოვმა გააკეთა.
მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთის ტელევიზიის ეთერში ისეთმა სპიკერებმა, როგორებიც არიან ვლადიმერ ჟირინოვსკი, სერგეი გლაზნევი და სერგეი დორენკო არაერთგზის გააკეთეს მოწოდება იმის შესახებ, რომ კიევში ოპოზიციის აქციები ძალის გამოყენებით ჩაეხშოთ.
„უკვე აღარავინ არ მალავს, რომ ღია პროპაგანდა მიმდინარეობს მომზადება უკრაინის საქმეებში რუსეთის ჩარევის შესახებ", _ აცხადებს ილარიონოვი.
ის აღნიშნავს, რომ კრემლს ვიქტორ იანუკოვიჩის სანდოობაში ეჭვი ეპარება და მის ალტერნატივად მოიაზრებიან ანდრეი კლიუევი და ვიქტორ მედვედჩუკი.
„კრემლმა თავი დაანება მხოლოდ იანუკოვიჩზე ორიენტაციას. ალბათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ის მაინცდამაინც სანდო არ არის. მოქმედებები ხორციელდება იმის მიუხედავად, თუ როგორია იანუკოვიჩისა და რეგიონების პარტიის პოზიცია",_ ამბობს პუტინის ექს-მრჩეველი.
მისივე თქმით, ბოლო დროს უკრაინის მიმართ ასეთი თეზისი ვითარდებოდა: „მთავარია მიაღწიო და გადაიტანო ოლიმპიადის დაწყება".
„შემდეგ კი უცხოელი სტუმრები ან წავლენ ან ძალიან უმნიშვნელო რაოიდენობით დარჩებიან. მთავარი გადაწყვეტილებები მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში იქნება მიღებული. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა შესაძლოა კრიზისიდან გამოვიდე და გამაგრდეს. ბოლოს და ბოლოს, შემდეგ უკვე დასავლეთის ყურადღება შესაძლოა უფრო მეტი იყოს უკრინის მიმართ, ვიდრე ახლა",_ სხნის ილარიონოვი რუსეთის ხელისუფლების ლოგიკას.
მისივე თქმით, კრემლი უკრაინის მიმართ 4 სცენარს განიხილავს.
პირველი - სრული კონტროლი მთელს უკრაინაზე იმ პირის დახმარებით, რომელიც მთელს ქვეყანაში ნდობით სარგებლობს". „მაგრამ ეს ვარიანტი ნაკლებსავარაუდოა ახლა", _ ამბობს ილარიონოვი.
მეორე - „მთავარი ვარიანტი, რომელზეც ხდება ძალების უმეტესი ნაწილის კონცენტრირება - უკრაინის ფედერალიზაცია ან კონფედერალიზაციაა. ადამიანები, რომლებიც ასე თუ ისე კრემლთან არიან დაკავშირებულნი გამუდმებით ამ ვარიანტზე საურობენ. მისი მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ დაამყარონ კონტროლი უკრაინი აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილზე", _ აცხადებს ილარიონოვი.
მესამე - „ეს ვარიანტი ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება კონტროლის დამყარება მთელს სამხრეთ აღმოსავლეთზე. მაშინ შეეცდებიან კონტროლი დაამყარონ ყველაზე მეტად მნიშვნელოვან რაიონებზე. პირველი კანდიდატები არიან - ოდესა, ნიკოლაევი, ლუგანსკი, დონეცკი, ხარკოვის ოლქი და ყირიმი", _ ამბობს ილარიონოვი.
მეოთზე - კრემლი მხოლოდ სევასტოპოლზე შეჩერდება. უკრაინის ერთადერთ რეგიონზე სადავ რუსი მოსახლეობის წონა რეგიონის მთელი მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ადრე ამ ვარიანტს კერძო განცხადებებში ახმოვანებდდნენ, ახლა კი ის აქტიურად იხილება ტელეეთერითაც. აცხადებენ, რომ უკრაინა შეუმდგარი სახელმწიფოა. ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ „ისტორიულკი შანსი რუსეთთან მიერთების" შესაძლოა რამდენიმე კვირის შემდეგ დაიხუროს, ამიტომაც ამ საკითხის გადადება არ შეიძლება",_ ამბობს ილარიონოვი.
მისივე თქმით, ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ სიტუაციას, როდესაც 2008 წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ახლა შეიძლება საქართველოსგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოყოფას მიაღწიოს.
მაშინ, საიდუმლო ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ ამის შესაძლებლობების ფანჯარა 2008 წლის ბოლომდე იყო. ეს პეკინის ოლიმპიადის დრო იყო.
ილარიონოვი ასევე იხსენებს იმას, რომ 2008 წელს „ნატო-უკრაინის სამიტზე ვლადიმერ პურინმა ბუქარესტში განაცხადა, რომ უკრაინა ეს ისტორიული გაუგებრობა და რუსულ მიწებზე შექმნილი სახელმწიფოა".
ილარიონოვმა ასევე გააკეთა კომენტარი მაიდანის აქტივისტების განცხადებებზე იმის შესახებ, რომ უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები უკვე ჩასული არიან.
„უკრაინა უკვე აღიქმება, როგორც მომავალი საბრძოლო მოქმედებების თეატრი. იქ უკვე გადადიან სპეციალური დანაყოფები, რომლებიც სერიოზული ოპერაციების დაწყებამდე უნდა იყვნენ იქ.
ცხადია, რომ თანამედროვე უკრაინა ეს საქართველო არ არის და არც კოსოვოში აეროპორტის დაკავება. უკრაინა უფრო დიდი ქვეყანაა და მის მიმართ უფრო ნატიფი საშულებები იქნება გამოყენებული - თავად უკრაინულ ძალას და პოლიტიკოსებს გამოიყენებენ", _ მიიჩნევს პუტინის ექს-მრჩეველი.