საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე. შეხვედრაზეკიდევ ერთხელ დადასტურდა ბულგარეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და საქართველოსთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მზაობა.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკასა დასაქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ბულგარულმა მხარემ კვლავ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ამასთანხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდანბულგარეთი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) თავმჯდომარე ქვეყანაა. ამასთან დაკავშირებით, ბულგარულმა მხარემ აღნიშნა, რომ პრიორიტეტული იქნება BSEC-ის ევროკავშირთან თანამშრომლობის განვითარება.