ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორებს და კონგრესმენებს შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკის სენატორთა და კონგრესმენთა გაფართოებულ ჯგუფთან, რომელსაც სენატორი ჯონ მაკკეინი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოსა დაევროკავშირში
გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესი. საუბარი შეეხო 2014 წელს დაგეგმილინატოს სამიტისა და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მხარდაჭრას და აღინიშნა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე.
გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრნენ.