საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. შეხვედრა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განუხრელად იცავს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს, რომელიც წარმოადგენს მისი როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედს.. ისაუბრეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე, 2014 წელსდაგეგმილ ნატოს სამიტზე და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებისხელმოწერასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპეს შეერთებული შტატების მხარდაჭრისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის.