კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისიტრის გურამ ოდიშარიას გადადგომის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს ოდიშარია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არც უახლოეს მომავალში აპირებს თანამდებობიდან წასვლას.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია გურამ ოდიშარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ.