დათო ტურაშვილის რომანი "ჯინსების თაობა" სომხურ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა.
პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მწერლების საზღვარგარეთ პოპულარიზაციას. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ქართული ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნა და გამოცემაა.
დავით ტურაშვილი, თანამედროვე ქართველი მწერალია. მისი პირველი რომანი 1988 წელს დაიბეჭდა. მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა", რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ" (1998) და „ცნობილი და უცნობი ამერიკა" (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი" გამოიცა 1991 წელს. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.
პროექტის ავტორია: სომხური გამომცემლობა Antares LLC. მხარდამჭერი- საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მასალის გამოყენების პირობები