ავიაბილეთები რომლებიც ძირითადად დოლარისაა და ევროს კურსზეა მიბმული ქართველი მომხმარებლებისათვის ბოლო პერიოდში დაახლოებით 10 %-ით გაძვირდა.
ქართველ მგზავრებს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამოგზაუროდ თუ საქმიანი ვიზიტებით უწევთ გასვლა, ბილეთის ღირებულებისთვის, ლარებში, დაახლოებით 10%-ით მეტი უნდა გადაიხადონ.
განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისეთი კომპანიები, რომელთა თანამშრომლებს ცალკეული საქმიანობის განსახორციელებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ უწვეთ ხშირი მოგზაურობა. წლის დასაწყისში მათ მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა. შესაბამისად, სამივლინეო ხარჯებისთვის მეტის დახარჯვა მოუწევთ საბიუჯეტო დაწესებულებებსაც, განსაკუთრებით სახელმწიფო კანცელარიასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელთა თანამშრომლები ხშირად იმყოფებიან მივლინებაში.
რაც შეეხება კომპანიების საშემოსავლო ნაწილს, მთელი რიგი კომპანიებისთვის, რომლებმაც 2014 წლის მომსახურების ხელშეკრულებები ჯერაც 2013 წელს გააფორმეს, საშემოსავლო ნაწილში იანვრის თვის 25 დღის მომსახურების მაჩვენებლით დეფიციტი წარმოექმნათ.
ცნობისთვის, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 2.4276 ლარია, მაშინ როდესაც კურსი 2013 წლის 1 დეკემბრისთვის შედარებით დაბალი იყო და 1 ევრო საშუალოდ 2.3020 ლარი ღირდა. დღეისათვის ლარის გაცვლითი ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1.7799 ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2013 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარებით კურსი 1.6920 ლარი იყო.