ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალურ მდივანს, ფრედერიკ ვალიესის განაცხადებით, თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერის გიგი უგულავს მდგომარეობა არ შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნებს, რომლის ხელმომწერიც საქართველოცაა. როგორც ვალიესიმ უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ხალხის მიერ არჩეული მერი ხალხმა უნდა გადაირჩიოს.
,, გიგი უგულავსთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ვითარება რომელშიც იგი ამჟამად იმყოფება არ შეესაბამება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის მოთხოვნებს, რომლის ხელმომწერი საქართველოცაა. ვფიქრობთ, ხალხის მიერ არჩეული მერის გადაყენება არადემოკრატიული ნაბიჯია. მერი, როცა ხალხის მიერაა არჩეული იგი ხალხმა უნდა გადაირჩიოს, რა თქმა უნდა, თუ უკმაყოფილოა მისი საქმიანობით", _განაცხადა ფრედერიკ ვალიესიმ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი გიგი უგულავა ევროპაში იმყოფება. უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, გიგი უგულავა ევროპის მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების საბჭოს გენერალურ მდივანს, ფრედერიკ ვალიეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის თვალსაზრისით არსებული ვითარება განიხილეს.