ვადამდელი არჩევნები შეცვლის ვითარებას სისხლისღვრის გარეშე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რათა ამას მივაღწიოთ. ამის შესახებ ევრომაიდანზე შეკრებილი დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
კლიჩკომ პრეზიდენტ იანუკოვიჩს ხალხის მოსმენიკენ მოუწოდა.
„მოისმინეთ ხალხის და ნუ ახდენთ მათ იგნორირებას. თუ თქვენ არ მოუსმენთ ხალხს ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა თქვენ მათი ხმა გაიგოთ", - განაცხადა კლიჩკომ.
კლიჩკომ განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება არ მოუსმენს ევრომაიდანს, მაშინ ხვალ ევრომაიდანი გადავა შეტევაზე.