კიევში, ოპოზიციის ლიდერებსა და პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს შორის გამართული მოპალაპარაკებებისას ოპოზიციამ მოითხოვა უმაღლესი რადას რიგგარეშე სესიის მოწვევა და 16 იანვარს მიღებული კანონების გაუქმება. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, იანუკოვიჩმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის მოიწვევს პრემიერ-მინისტრს ნიკოლაი აზაროვს საკითხის განსახილველად. მანვე ოპოზიციას შესთავაზა დიალოგი გააგრძელონ ხვალ კანონის გაუქმებასა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომასთან დაკავშირებით.
არსენი იაცენიუკის განცხადებით მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით იანუკოვიჩმა აღნიშნა რომ ამაზე „ფიქრი შეიძლება".
მასალის გამოყენების პირობები