უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტ იანუკოვიჩისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ იანუკოვიჩის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას უკრაინის თავდაცვისა და ეროვნულკი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ანდრეი კლიუევი ესწრება. ოპოზიციის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ: არსენიი იაცენიუკი („ბატკივშინა"), ვიტალი კლიჩკო („უდარი") და ოლეგ ტიაგნიბოკი („სვობოდა").