უფლებადამცველი ლია მუხაშავრია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილის დანიშვნის შეფასებისაც აცხადებს, რომ მან თავისი ხედვა და გეგმა საზოგადოებას უნდა წარუდგინოს. როგორც საკითხის კომენტირებისას მუხაშავრია აცხადებს, მნიშვნელოვანია რომ მთავარი პროკურორი კარგი მენეჯერი და მმართველი იყოს.
,, დღეს გამოძიების დეფიციტი არსებობს, რომელიც სერიოზული პრობლემაა. ამაზე დიდი ხნის წინ ევროსასამართლომაც მიგვითითა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებს, კვალიფიციური გამომძიებლებისა და პროკურორების შერჩევას. მთავარი პროკურორი არ უნდა იყოს პერსონალურად ძალიან კარგი გამომძიებელი, მან უფრო პოლიტიკა უნდა შექმნას და მენეჯმენტი და ხელმძღვანელობა უნდა გასწიოს. მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი კარგი მმართველი იყოს. მას უნდა ჰქონდეს საკმარისი პროფესიული გამოცდილება, რომ მისმა ქვემდგომა სტრუქტურებმა არ მოატყუონ. ამიტომ დაველოდოთ რა მოხება. მნიშვნელოვანი იქნებოდა, ახლად დანიშნულმა მთავარ პროკურორს სამოქმედო გეგმა, თავისი ხედვა საზოგადოებისთვის გაეცნო. ვფიქრობ, ამ ქვეყანას წყალზე და პურზე მეტად გამოძიება სჭირდება", _განაცხადა ლია მუხაშავრიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.