ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უპასუხისმგებლო უვიცობაა, როდესაც აცხადებს, რომ 2007 წელს თბილისის მერიის მოთხოვნით სანავიგაციო შუქურა გაითიშა, აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უპასუხისმგებლო უვიცობაა, როდესაც აცხადებს, რომ 2007 წელს თბილისის მერიის მოთხოვნით სანავიგაციო შუქურა გაითიშა. ამის წერილობითი დადასტურება არ არსებობს, რადგან მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. თბილისის მერიის მხრიდან აღნიშნულ მოთხოვნას საჰაერო ნავიგაციის სამსახური არ დააკმაყოფილებდა, რადგან სანავიგაციო შუქურას თავის საერთაშორისო სტანდარტები აქვს, რომელსაც დეკორაციული განათება ვერ შეცვლის. შესაბამისად სანავიგაციო შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს"- აცხადებენ მერიაში.