თბილისის მთავრობის დათხოვნის თაობაზე საკრებულოს უმრავლესობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საკანონმდებლო ორგანოს უმცირესობა ეხმიანება.
თამაზ შოშიაშვილის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის განხილვით იყოს დაკავებული, ისინი დედაქალაქში ძაბავენ სიტუაციას და უკანონოდ ითხოვენ მისი ეფექტური და ქმედითი მთავრობის გადადგომას.
"მათი მიზანია, დედაქალაქის პრობლემას ბიუჯეტთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც დაემატოს. დღევანდელი სიტუაცია არის სტაბილური და ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას, რომ ქალაქში აირიოს სიტუაცია და თბილისს ბიუჯეტის არქონასთან ერთად არ ჰყავდეს მთავრობა", - განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა.