თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე მოითხოვს, რომ სატელევიზიო ანძის გათიშვილის ფაქტზე პროკურატურამ დაკითხოს, რადგან ანძის გათიშვის გადაწყვეტილება თავად მიიღო.
,, როგორც ვიცი ნიკა ტოგონიძე ჰყავთ მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე. ჩემთვის გაუგებარია ეს ყველაფერი რადგანაც ანძის გათიშვის გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე და თუ ვინმე უნდა დაკითხოს პროკურატურას დამკითხონ მე", -განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული "სინათლის ქალაქის" დირექტორი ნიკა ტოგონიძე გუშინ სატელევიზიო ანძის გათიშვის ფაქტზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები