„სამხრეთ ოსეთოის სტატუსი რესპუბლიკის ხალხის მიერ დიდი ხნის წინ არის განსაზღვრული. ამ პოზიციის შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს რეალობაა, რომელთან ერთად ცხოვრება და მუშაობა ისწავლო",_ ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ერთ ერთმა თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა (ევროკავშირი) ცხინვალში ყოფნისას, ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე გააკეთა.
ცხინვალში ჩასული ლეფორი ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულს ე.წ. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურად ჯიოევსაც შეხვდა. ლეფორი ცხინვალის რეგიონში თანათავმჯდომარის რანგში ბოლოჯერ ჩავიდა.
„ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსურ მხარეს მრავალი საკითხის გადაწყვეტის საქმეში კონსტრუქციული პოზიციის გამო მადლობა გადაუხადა და განაცხდა, რომ ის სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით გააგრძელებს სამხრეთ ოს კოლეგებთან მჭიდრო კავშირს. მისივე თქმით, ის გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეტა საკითხზე მუშაობასაც, რომლებიც საქართველოს ციხეებში იმყოფებიან", _ წერს ოსური მხარე.