რუსეთი საზღვრის გადმოწევით, სოჭის ოლიმიადისთვის იღებს უსაფრთხოების ზომებს - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გია ვოლსკიმ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით ცოტა ფრთხილად ვიყოთ. პოლიტიკოსები ამას ხშირად პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ. არის ოკუპირებული ტერიტორია, 11 კილომეტრით გადმოიწია უსაფაფრთხოების საზღვარმა. შექმნეს უსაფრთხოების საზღვარი, რომელშიც გაგრის რაიონის დიდი ტერიტორია მოექცა. ყოველივე ამით ოლიმპიადისთვის იღებენ უსაფრთხოების ზომებს, თუმცა ვის ტერიტორიაზე ამას ყურადრებას არ აქცევენ, დიდად არც აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ეკითხებიან. მისივე თქმით, ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარება სურს როგორც რუსეთს, ასევე მთელ დასავლეთს. "ოლიმპიადის" უსაფრთხოდ ჩატარება აწყობს როგორც რუსეთს, ასევე მთელს დასავლეთს. რასაკვირველი ოკუპირებულ ტერიტოერიაზე შემოსვლა არის შეუთანხმებელი ადგილობრივ ხელისუფლებასთანაც, რაც ქმნის დიდ უხერხულობას, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას დიდად არ ანაღვლებს."-აცხადებს ვოლსკი.
შგახსენბთ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მდებარენ ე.წ. სახელმწიფო საზღვარი და სასაზღვრო ზონა 20 იანვრიდან 21 მარტამდე აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით, გაგრისკენ, 11 კილომეტრით გადმოიწევს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია არცელებს და იუწყება, რომ ეს დადგენილება აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სოჭის ოლიმიადასთან დაკავშირებით მიიღო.
„აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, მიმდინრე წლის 20 იანვრიდან 21 მარტამდე პერიოდში გაგრის რაიონში არსებული სასაზღვრო ზონის ფარგლები იცვლება.
სასაზღვრო ზონა გაგრის რაიონში დადგენილია აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრიდან ფართით 11 კმ, რომელშიც რამდენიმე დასახლებული პუნქტი შედის.
დროის მოცემულ ვადაში სასაზღვრო ზონაში შემსვლელი ადამიანები ვალდებულნი არიან თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა - პასპორტი", _ იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები „სასაზღვრო ზონაში მოქცეული სადახლებული პუნქტების ოცდაოთხსაათიან პატრულირებას განახორციელებენ".
მათოვე ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებებო 2014 წლის 21 მარტამდე გაგრძელდება.