სპეციალურად საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, პრესტიჟულმა ფლეტჩერის ინსტიტუტმა პირველად შექმნა ახალი თანამდებობა. ამის შესახებ, ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. აქვე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სპეციალური მიმართვებითა და ლექციებით წარსდება.
ექს-პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია რომ მას უკვე ჰქონდა გამოსვლა პრინსტონის უნივერსიტეტში. ასევე, რამდენიმე დღეში იგი მიწვეულია ლექციების წასაკითხად ჰარვარდის უნივერსიტეტში.
ამასთან, უახლოეს ხანში მისი ხელმძღვანელობით შეიქმნება ახალი ამერიკული ინსტიტუტი.