იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე პრემიერის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
"კონსულტაციები მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით უშუალოდ პრემიერის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. აქამდე ჩემთვის ცნობილი არ არის, რა გვარებზე შეიძლება იყოს საუბარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მტავარი პროკურორი ოტარ ფარცხალაძე ტანამდებობიდან საკუთარი განცხადებით მას შემდეგ გადადგა, რაც გასაჯაროვდა დოკუმენტები მისი გერმანიაში ნასამართლეობის შესახებ.