2014 წლის 20-24 იანვარს საქართველოს, ასევე ეწვევა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი ანტი ტურუნენი. ვიზიტის ფარგლებში 20 იანვარს დაგეგმილია მისი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან. შეხვედრისას ქართული მხარე გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს ინფორმაციას მიაწვდის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. მხარეები განიხილავენ ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ძირითად განსახილველ საკითხებს. ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი, 27-ე რაუნდი, 26 მარტს გაიმართება. ანტი ტურენინი აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონსაც ეწვევა.
2014 წლის 20-25 იანვარს საქართველოს გამოსამშვიდობებელი ვიზიტით ეწვევა ასევე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორი. ვიზიტის ფარგლებში ფილიპ ლეფორი შეხვედრებს გამართავს აღმსრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსაც მოინახულებს. ფილიპ ლეფორმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მუშაობა დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები